სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე წარუდგინა.
გენერალური შტაბის უფროსმა სამხედრო დეპარტამენტის ახალ უფროსს წარმატებები უსურვა.
პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე წლების განმავლობაში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, საქართველოს უშიშროების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.
2006-2009 წლებში ის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მრჩეველი იყო. 2009 წლიდან დღემდე სერგო ძაგნიძე აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და სასწავლო პროგრამებისა და სილაბუსების ავტორია.
2013 წელს მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უნიკალური სასწავლო-კრიმინალისტიკური ლაბორატორია შეიქმნა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.
პოლკოვნიკმა სერგო ძაგნიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე ვიცე-პოლკოვნიკი ლევან გაბუნია შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები