ე.წ. სამხრეთ ისეთში არარეგისტრირებულ ავტომანქანებს ეძებენ
ე.წ. სამხრეთ ოსეთში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოვლენის ღონისძიებები მიმდინარეობს. სააგენტო „რესის“ ცნობით, უკვე გამოვლენილია მოქალაქეთა კატეგორია, რომლებსაც მანქანების სარეგისტრაციო ნომრები, ასევე საბუთები არ ჰქონდათ.
„გატარებული ზომების შედეფად 130 ავტომანქანა ავტოინსპექციის ორგანოებში აღრიცხვაზეა აყვანილი, რეიდების დროს დაკავებული იყო 51 მანქანა, 75-მა ავტომოყვარულმა შესაბამის სამსახურებს ნებაყოფლობით მიმართა, ხოლო 5-მა მფლობელმა დაწერა ხელწერილი იმის შესახებ, რომ რეგისტრაციისთვის გამოყოფილი ვადის ამოწურვამდე ისინი მანქანებს დაშლიან მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ვინაიდან მათ ყალბი სარეგისტრაციო ნომრები გააჩნიათ“, – ნათქვამია ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დე ფაქტო შინაგან სააქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ ავტომობილის მფლობელი მას რეგისტრაციაში არ გაატარებს, ავტოსატრანსპორტო საშუალება მეპატრონეს ჩამოერთმევა.