პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი „დელტას“ სტუმრობენ
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ იმყოფებიან.
მათ „დელტას“ უფროსი უჩა ძოძუაშვილი სამხედრო-სამეცნიერო ცენტრს ათვალიერებინებს. პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა „დელტას“ მიერ წარმოებული პროდუქციის მიმართ განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატეს.
თავდაცვის მინისტრი და ირაკლი ღარიბაშვილი „დელტას“ პროდუქციის შემადგენელი ნაწილების გამოჩარხვისა და ჩამოსხმის პროცესს დაესწრებიან. მოგვიანებით სტუმრები სეტყვის საწინააღმდეგო მართვის ცენტრში გადაინაცვლებენ და მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნობიან. პრემირთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად, სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარიც იმყოფებიან.
ცნობისთვის, წელს „დელტამ“ სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღებისთვის 15 ახალი პროდუქცია წარადგინა.