ნატოს სტანდარტების ნაღმმტყორცნელთა საველე სწავლება
ვაზიანის სასწავლო პოლიგონზე ნატოს სტანდარტების ნაღმმტყორცნელთა საველე წვრთნები დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, წვრთნების დასკვნით ფაზას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. მან ნაღმმტყორცნელებს სწავლების ჩატარებაში მაღალი შეფასება მისცა და წარჩინებული სამხედრო მოსამსახურეები სიგელებით დააჯილდოვა.
სამხელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მიერ ორგანიზებული საველე წვრთნები სამხედრო მოსამსახურეების მუდმივ საბრძოლო მზადყოფნას ისახავდა მიზნად. წვრთნებში აღმოსავლეთ სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ბრიგადების ნაღმმტყორცნელთა ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. სამხედრო მოსამსახურეებს თეორიული და პრაქტიკული წვრთნები ჩაუტარდათ. სწავლების დასკვნით ნაწილში საბრძოლო სროლები გაიმართა.