ოკუპირებულმა აფხაზეთმა და რუსეთის ორლოვის ოლქმა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის თავმჯდომარემ არტურ მიქვაბიამ და რუსეთის ორლოვის ოლქის გუბერნატორმა ვადიმ პოტომსკიმ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. ხელშეკრულება ითვალისწინებს აფხაზეთში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და დანადგარების მიწოდებას, ასევე სოფლის მეურნეობის სუბიექტებს შორის კოოპერატიული თანამშრომლობის განვითარებას და ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდებას. ამ საკითხების რეალიზაციისთვის მსარეებმა სამუშაო ჯგუფები შექმნეს.