გორიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული მამაკაცის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია
რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ამირან დურგლიშვილი ადგილსამყოფელი ოჯახისთვის ამ დრომდე უცნობია. მამაკაცი გორის რაიონის სოფელ ბერშუეთიდან გუშინ გაიტაცეს. როგორც მისი ახლობლები ვარაუდობენ, შესაძლოა ოკუპანტებს გატაცებული ცხინვალის იზოლატორში ჰყავდეთ გადაყვანილი.
მათივე ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ოკუპანტებმა იმ დროს აიყვანეს, როცა სოფლის განაპირას, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, პირუტყვს მწყემსავდა.