გორის რაიონის სოფელ ბერშუეთიდან კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს
გორის რაიონის სოფელ ბერშუეთიდან 60 წლის ამირან დურგლიშვილი გაიტაცეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ამირან დურგლიშვილი საზღვრის უკანონო კვეთისას დააკავეს. შს სამინოსტროს შესაბამისმა სამსახურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ტელეფონის საშუალებით ამირან დურგლიშვილის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ამირან დურგლიშვილი სოფლის განაპირას, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე პირუტყვს მწყემსავდა, როდესაც იგი დააკავეს. სოფელი ბერშუეთი ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება. ოჯახს ჯერ არავინ დაკავშირებია. დაუზუსტებელია დურგლიშვილის ადგილსამყოფელიც.