თიბილოვისა და პუტინის შეხვედრაზე რუსეთის შემადგენლობაში ე,წ. სამხრეთ ოსეთის გაწევრიანების საკითხი არ განხილულა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და მოსკოვში მყოფი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერის ლეონიდ თიბილოვის შეხვედრაზე რუსეთის შემადგენლობაში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გაწევრიანების საკითხი არ განხილულა. ამის შესახებ სააგენტო „ოსინფორმი“ იუწყება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ე.წ. „სამეკავშირეო ხელშეკრულების“ რეალიზაციას, რომლის რატიფიცირების პროცედურები სახელმწიფო სათათბიროში მიმდინარეობს.
როგორც „ოსინფორმთან“ ინტერვიუში ახალი სახელმწიფოების ინსტიტუტის დირექტორმა ალექსეი მარტინოვმა განაცხადა, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაწევრიანების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. „არავინ იფიქროს სამხრეთ ოსეთში, რომ რუსეთის ფედერაციაში მისი გაწევრიანების შემთხვევაში ყველა პრობლემა ავტომატურად მოგვარდება. არ მოგვარდება. ხალხმა მუშაობა უნდა ისწავლოს. მხოლოდ შრომით შეძლებს რესპუბლიკა წარმატების მიღწევას. რაც შეეხება მის უსაფრთხოებას, ამას სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსი სამხედროები უზრუნველყოფენ“, – განაცხადა მარტინოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები