საკრებულოს უმრავლესობა თბილისის მთავრობას უნდობლობას უცხადებს

  საკრებულოს უმრავლესობა თბილისის მთავრობას უნდობლობას უცხადებს და მის გადადგომას ითხოვს. უმრავლესობის წევრის ზაზა გაბუნიას განაცხადებით, მათი ეს მოთხოვნა გამოწვეულია იმ საბოტაჟის გამო, რომელიც გუშინ მოხდა და თბილისის მერიის პოლიტიკის გამო. “თბილისის მერიას და თბილისის მთავრობას ჰქონდა დაგეგმილი პროვოკაციების სერია. საბოტაჟის მიზნით გუშინ მიმართეს მათ საბოტაჟს და ჩააქრეს ანძა სრულიად უსაფუძვლოდ. შემდეგ ჩვენი ძალისხმევით ჩაირთო ეს ანძა და გამოჩნდა, რომ მისი ჩაქრობა არანაირ ფინანსებთან და ბიუჯეტთან არ იყო კავშირში. შესაბამისად, თბილისის მერიის მთავრობა მიმართავს საბოტაჟს. თბილისის მერიის და თბილისის მთავრობის პოლიტიკის გამო მოვითხოვთ მთავრობის გადადგომას. ვუცხადებთ მას უნდობლობას”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ. მისივე თქმით, ახალი მთავრობის დანიშვნა საკრებულოსთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები