თინათინ ხიდაშელი გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა. მინისტრთან ერთად ქუთაისში მდებარე სამხედრო სასწავლებელში იმყოფებოდა ასევე, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს სამხედრო ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ზაზა კახიძემ უმასპინძლა და სტუმრებს სასწავლებლის ამოცანები და მიზნები გააცნო.
მოგვიანებით, თინათინ ხიდაშელმა და გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამხედრო სასწავლებლის ინფრასტრუქტურა, კადეტთა საცხოვრებელი, სასწავლო აუდიტორიები და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი დაათვალიერეს. ლიცეუმში სტუმრობის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა სამხედრო სასწავლებლის ხელმძღვანელებთან ერთად ისადილეს.