ხაჯიმბა – აფხაზეთში ისტორიულ-კულტურული ძეგლების პრივატიზაცია ხდება
აფხაზეთში შენობები, რომელიც ისტორულ-კულტურულ ძეგლებს წამოადგენს, ჩალის ფასად იყიდება. ეს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ გააკეთა. ხაჯიმბამ თათბირი გამართა ე.წ. გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან, რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან და ე.წ. პარლამენტის წევრებთან. ხაჯიმბას თქმით, ხშირ შემთხვევაში ისტორიული იერსახე ნადგურდება, რაც დაუშვებელია.
„რა დაემართა მრავალ ძეგლს, რატომ ანადგურებენ ისტორიულ ძეგლებს და ვინ დგას ამ პროცესების მიღმა? ეს ძეგლები საუკუნეების მანძილზე იდგა და ჩვენამდე მოაღწია, ჩვენ კი დღეს ყველაფერს ვაჩანაგებთ“, – აცხადებს ხაჯიმბა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ე.წ. გენერალურ პროკურატურას კანონის დამრღვევების წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღება დაავალა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ჩათვლით. მისი განცხადებით, ეს ობიექტები ფასდაუდებელია და მათი გაყიდვა ჩალის ფასად ყოვლად დაუშვებელია.