Recognise South Ossetia – ცხინვალის ხელისუფლების ფლეშმობი ოკუპირებული რესპუბლიკის აღიარების მოთხოვნით
სააგენტო „ოსინფორმის“ ინფორმაციით, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალი აქცია დაიწყო საქართველოს ახალგაზრდობის ფლეშმობის საპასუხოდ. სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა ფლეშმობი მოაწყვეს, რომლის მიზანია კიდევ ერთხელ დადასტურება, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილებია.
ამის საპასუხოდ ცხინვალელმა ახალგაზრდებმა დაიწყეს ფლეშმობი, რომლის მიზანია დამტკიცება, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყნებია. განცხადებაში ნათქვამია: „თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა, ამობეჭდეთ ეს სურათი, გადაუღეთ სურათი და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეთ წარწერით Recognise South Ossetia“.