თიბილოვის თქმით, სამხრეთ ოსეთს რუსეთთან მიერთება სურს, მაგრამ არა ამ ეტაპზე

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი აცხადებს, რომ ოკუპირებულ რესპუბლიკას სურს რუსეთთან მიერთება, ოღონდ ახლა ამისთვის ხელსაყრელი მომენტი არ არის. „იტარ-ტასთან“ ინტერვიუში თიბილოვმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ამ საკითხს საკმაოდ ფრთხილად უდგება“.
მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა ამ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში რუსეთს ზიანი არ მიაყენოს. თიბილოვი ამბობს, რომ რუსეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დღეს „სამეკავშირეო ხელშეკრულების“ ფარგლებში მოქმედებენ, რომელიც ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები