აფხაზეთში რუსი ოკუპანტები მესაზღვრის დღეს აღნიშნავენ

აფხაზეთში დისლოცირებულმა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დღეს მესაზღვრის დღე აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები სოხუმში გაიმართა.
„მესაზღვრის დღე დიდი დღესასწაულია ჩვენთვის. აფხაზეთის საზღვრის დაცვის პარალელურად ჩვენ აფხაზი ხალხის უსაფრთხოებას ვიცავთ. საზღვარგარეთ საზღვრის დაცვა ჩვენ ორმაგ პასუხისმგებლობას გვანიჭებს“, – განაცხადა აფხაზეთში რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა დიმიტრი იუდინმა.
რუს მესაზღვეებს დღესასწაული ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ მიულოცა.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ გვყავს ისეთი მოკავშირე, როგორიც რუსეთია. სწორედ ეს ურთიერთობები გვაძლევს საშუალებას, ჩამოვყალიბდეთ სახელმწიფოდ“, – განაცხადა ხაჯიმბამ.
2009 წლის 30 აპრილს რუსეთის პრეზიდენტს და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს შორის გაფორმდა შეთანხმება „აფხაზეთის საზღვრების ერთობლივი დაცვის შესახებ“. ამის შემდეგ აფხაზეთს და საქართველოს შორის საოკუპაციო ზოლს რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები