რაულ ხაჯიმბა ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში რუსეთის მინისტრს შეხვდა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა სოხუმში ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში რუსეთის მინისტრს ლევ კუზნეცოვს შეხვდა.
სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, შეხვედრაზე 2015-2017 წლებში აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების საკითხები განიხილებოდა. ლევ კუზნეცოვმა რაულ ხაჯიმბას მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის სოციალური და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მონახულების შესახებ, რომელიც საინვესტიციო პრაგრამაშია ჩადებული. ლევ კუზნეცოვი აფხაზეთში რამდენიმედღიანი „სამუშაო ვიზიტით“ იმყოფება.