ე.წ. სამხრეთ ოსეთმა “დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში” წარმომადგენლები დანიშნა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა „დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში“ წარმომადგენლები დანიშნა. ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანმა განა იანოვსკაიამ განაცხადა. ამ თანამდებობებზე თეიმურაზ გაბიზოვი და სოსლან კარაევი დაინიშნენ. ე.წ. სამხრეთ ოსეთმა „დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში“ წარმომადგენლობები 16 მაისს გახსნა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთმა ეს თვითგამოცხადებული რესპუბლიკები ამ დრომდე არ აღიარა. სოხუმის ხელისუფლების განცხადებით, ეს საკითხი მათი სტატუსის განსაზღვრის შემდეგ გადაწყდება.