რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული 10 ქართველი თავისუფალია
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული 10 ქართველი თავისუფალია. შსს-ს ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, სხვადასხვა დროს უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება რამდენიმე საათის წინ მოხდა.
საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულები არიან: ხაშურის რაიონის სოფელ კლდისწყაროს მკვიდრი ნუგზარ გელაშვილი, ხაშურის რაიონის სოფელ ბროლოსანში მცხოვრები გელა წოწოლაშვილი, ხაშურის რაიონის სოფელ წეღვერის მკვიდრი ივანე მუმლაძე, საჩხერის რაიონის სოფელ ხვანში მცხოვრები როსტომ შავაძე, ასევე საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულის მკვიდრი როსტომ სირაძე, დუშეთის რაიონის სოფელ კადოეთში მცხოვრები გია სოლოშვილი, გორის რაიონის სოფელ ქვეშის მკვიდრი იულონ დვალიშვილი, საჩხერის რაიონის სოფელ გორისას მკვიდრი გიორგი ძინძიბაძე, საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში მცხოვრები მურმან ბურძენიძე და საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულის მკვიდრი ჯიმშერ მაქაძე.