„ხელისუფლების მიერ გეგმით გათვალისწინებული ნაბიჯები არის პროგრესის დამადასტურებელი”
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დეკლარაციის საბოლოო ვარიანტი შეაფასა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლების მიერ გეგმით გათვალისწინებული ნაბიჯები არის პროგრესის დამადასტურებელი. მისივე თქმით, კომისიის შეფასება საშუალებას მოგვცემს, რომ 2016 წელს ვიზალიბერალიზაცია განხორციელდეს.
„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გეგმით გათვალისწინებული ნაბიჯები არის პროგრესის დამადასტურებელი და გულწრფელად მჯერა და ობიექტური საფუძველი მაქვს, რომ შემოდგომაზე, როდესაც იქნება შეფასება კომისიის მიერ ეს შეფასება მოგვცემს საშუალებას რომ 2016 წელს ვიზალიბერალიზაცია განხორციელდეს და რეალობად იქცეს“, -განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.