ხადური: ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ლარი სტაბილურად გამყარდეს

ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომლარი სტაბილურად გამყარდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბოლო დღეებში ლარის კურსის გამყარების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ლარი დღეში 5-6 თეთრით გაუფასურდა, ეს უფრო, აჟიოტაჟური სიტუაცია იყო, რადგან ეკონომიკური ფაქტორები ამოიწურა.

“ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დღეში 5-6 თეთრით გაუფასურდა ლარი, მე მაშინაც ვთქვი, რომ ეკონომიკური ფაქტორები ამოიწურა და ეს უფრო ალბათ, აჟიოტაჟური სიტუაცია იყო. ეს დადასტურდა იმით, რომ მნიშვნელოვნად დაიწია კურსმა უკან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ სტაბილურად გამყარდეს ლარი და ქვეყანაში სტაბილური ფინანსური გარემო იყოს “, – განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები