თბილისში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების დღეებში, ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.
შსს-ს ინფორმაციით, 22 მაისს, 09:00 საათიდან 26 მაისის საღამომდე, ღონისძიებების დასრულებამდე, ვარდების მოედანზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.
24 მაისს 21:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებისთვის ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება. მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მკვეთ ქუჩებზე: ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის, უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიას, ლაღიძის, მესხიას ქუჩებზე.
26 მაისს 05:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე მოძრაობა აიკრძალება, ხოლო შეიზღუდება ლესელიძის, დადიანის და ლეონიძის ქუჩებზე, ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით – თაბუკაშვილის ქუჩაზე.
ჩამოთვლილ ქუჩებსა და მოედნებზე მოძრაობა 27 მაისს, საზეიმო ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება.