ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ მიღებას დაესწრო (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რიგაში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე მსოფლიო ლიდერები საუბრობენ.
„ყველანი ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ძალიან მოკლე დროში, სულ რაღაც 6 თვეში და ეს იყო ძალიან დიდი ნახტომი წინ. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მიღწეული წარმატების და რეფორმების გათვალისწინებით, საქართველო იმსახურებს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ უვიზო რეჟიმი. პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა დარჩენილია ტექნიკური პროცედურები, რომლებიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმა უმასპინძლა.