მიხეილ სააკაშვილი: ყოჩაღ, ეკა! მართლაც ძალიან პოპულარულია უკრაინაში

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუკი უკრაინაში რამე კეთდება, ამაში ქართველებს დიდი წვლილი მიუძღვით. ამის შესახებ მან რიგაში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, უკრაინაში ეკა ზღულაძე ძალიან წარმატებულია.

„ყოჩაღ, ეკა! მართლაც ძალიან პოპულარულია უკრაინაში. პროკურატურაში დავით საყვარელიძემ მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო. გიზო უგულავა, რომელიც ჩემი ადვოკატი იყო, ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე დაინიშნა. რეალურად, უკრაინაში კორუფციასთან დაკავშირებულ საგამოძიებო საქმეებში გიზო ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირია.

კიევის მერიაშიც რაღაცები გავაკეთეთ, ჯანდაცვის სამინისტროშიც რაღაცები დაიწყო. ყველგან ერთნაირად არ იქნება, მაგრამ მთავარია, რომ თუკი რამე კეთდება კიდევ, ქართველები ამის მნიშვნელოვანი ნაწილი არიან. რა თქმა უნდა, უკრაინაში ბევრად მეტია გასაკეთებელი. პირადად, პირველი გეტყვით იმას, რომ ასჯერ მეტია გასაკეთებელი, ვიდრე დღეს კეთდება“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები