„თბილსერვის ჯგუფმა“ შოთა რუსთაველის ძეგლი და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ტერიტორია კომპანია Eco Steam-თან ერთად დაასუფთავა. სპეციალური აპარატის საშუალებით შოთა რუსთაველის ძეგლი და მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა და წარწერებისაგან გაიწმინდა. „თბილსერვისი“ მადლობას უხდის კომპანია Eco Steam-s გაწეული დახმარებისთვის.