სასაზღვრო პოლიციის საფეხბურთო გუნდმა მოწინააღმდეგე მნიშვნელოვანი უპირატესობით დაამარცხა
21 მაისს დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდაუწყებრივი ჩემპიონატი მინიფეხბურთში.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის გუნდი ჯგუფური ეტაპის პირველ თამაშში ქვემო ქართლის გუნდს დაუპირისპირდა.
მესაზღვრეები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და მოწინააღმდეგე ანგარიშით 5:0 დაამარცხეს. ტურნირში შინაგან საქმეთა სამინისტროს 27 დანაყოფი მონაწილეობს.