„სპექტრში“ პოლიეთილენის მაგისტრალური მილსადენების მშენებლობის სასერტიფიკაციო-სატრენინგო კურსები მიმდინარეობს

საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“პოლიეთილენის მაგისტრალური მილსადენების მშენებლობის, პირა-პირა შედუღების მეთოდიკის მიმართულებით, სასერტიფიკაციო-სატრენინგო კურსები მიმდინარეობს. სასწავლო კურსის გახსნას პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი თამარ ქიტიაშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი ნიკოლოზ მესხიშვილი დაესწრნენ.

ტრენინგი ტარდება თურქეთის სტამბოლში პოლიეთილენის წყლის და გაზის მაგისტრალური მილსადენებისათვის პირა-პირა შედუღების აპარატების მწარმოებელი კომპანიის TURAN MAKINA PLASTIK BORU SİSTEMLERİ A.Ş-სა და კომპანია „ჯეოტურანის“ პატრონაჟით. ტრენინგი 21 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. მონაწილეებს სამი დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობა, სადაც ისინი შეისწავლიან პირა-პირა შედუღებას მექანიკური, ჰიდრავლიკური და CNC აპარატების გამოყენებით. ტრენინგს წარუძღვებიან უცხოელი სპეციალისტები ონლაინ რეჟიმში, მწარმოებელი კომპანიის თანამედროვე ტექნოლოგიების ბაზაზე. აღნიშნული სატრენინგო კურსები აღიარებულია საერთაშორისო დონის სასერთიფიკაციო ცენტრების მიერ. წარმატებულ სპეციალისტებს გადაეცემათ სერტიფიკატები და ID ბარათები.

11349079_373675929505263_1469400106_n

11271240_373675796171943_707880265_n

11287084_373675999505256_586158657_n

11289823_373675792838610_283094082_n

11291945_373675896171933_455044132_n (1)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები