ანდრია გოცირიძე შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონების ქვეყნების უსაფრთხოების სიმპოზიუმს დაესწრო (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ანდრია გოცირიძემ შავი ზღვისა და კასპიიის ზღვის რეგიონების ქვეყნების უსაფრთხოების მე-10 სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კიბერუსაფრთხოების დირექტორმა სიმპოზიუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და თემაზე „კიბერუსაფრთხოება – გლობალური გამოწვევები” პრეზენტაცია წარადგინა.

ანდრია გოცირიძემ თანამედროვე მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობაზე, არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. მან სამხედრო ოპერაციებში კიბერელემენტების ჩართულობის მნიშვნელობაც ხაზგასმით აღნიშნა. ბიუროს დირექტორმა სიმპოზიუმის მონაწილეებს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ისტორიის, მიზნების, ფუნქციის, განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო პრიორიტეტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის ევროპული სარდლობის დაზვერვის ორგანიზებით მიმდინარე სიმპოზიუმში შავი და კასპიის ზღვების რეგიონების ქვეყნების სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი პირები, სამხედრო ატაშეები და ექსპერტები მონაწილეობენ.

11014939_988692901163452_1967032696317244542_n

11151068_988692874496788_3488952929818035291_n

11295561_988692851163457_2196629767540290567_n

11329763_988692841163458_2312929180695060287_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები