გია გოკიელი ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში – „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“

21 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება. კლუბის სტუმარი, მთარგმნელი გია გოკიელი, ისაუბრებს შემდეგ თემებზე: „ელისის თავგადასავალის“ 150 წლისთავის აღნიშვნა მსოფლიოში; „ელისის“ მნიშვნელობა და კვალი მსოფლიო ლიტერატურაში; „ელისის“ ავტორის შესახებ: ჩარლზ დოჯსონი და ლუის კეროლი – ანტიპოდები; „ელისის“, როგორც ზღაპრის, თავისებურებები; „ელისი“, როგორც ერთ-ერთი გამორჩეულად რთული წიგნი სათარგმნელად და თარგმნის სირთულეები. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები