“მაიმუნების ხმა მესმის” – დაპირისპირება პირდაპირ ეთერში
„მაიმუნების ხმა მესმის“ – ასე მიმართა თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ გადაცემა „არჩევანის“ სტუდიის სტუმარს საკრებულოს წევრს “ნაციონალური მოძრაობიდან” ირაკლი აბესაძეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
გადაცემაში ჩართვის დროს თბილისის მერიის თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი სამშენებლო კომპანია „ენკოსთან“ დაკავშირებით განმარტავდა, რომ კომპანიის შესახებ თბილისის მერიამ ოფიციალურად შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ვერსიაზე ინფორმაცია განათავსა.
ავთანდილ სუდაძემ გადაცემაში მოწვეულ სტუმრებს, რომლებიც თბილისის მერიას ბრალდებებს უყენებდნენ ზუსტი თარიღიც მიუთითა და განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე, რომელიც 17 აპრილით არის დათარიღებული. სწორედ ამ დროს, სტუდიაში მყოფ ირაკლი აბესაძეს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის მიმართ რეპლიკა წამოსცდა. „თქვენ მაიმუნობა შეგეძლოთ ამ პროცესზე“, – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ. რასაც, ავთანდილ სუდაძის პასუხი მოჰყვა. „მაიმუნების ხმა მესმის“ ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრმა თბილისის მერიის წარმომადგენელს ზრდილობისკენ მოუწოდა – „ავთო უზრდელად იქცევით, მაიმუნობაა ის პროცედურა რაზეც საუბრობ, ამას კანონი არ ითვალისწინებს”, – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.