გია გეწაძე: ჯაბა ებანოიძე არ არის მზად რეფორმების განსახორციელებლად

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის განცხადებით, უკრაინა ამჟამად საომარ მდგომარეობაში იმყოფება და საჭიროებს ძალიან სწრაფ რეფორმებს, ამიტომ სახელმწიფოს არ სჭირდება არაეფექტური მენეჯერები.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, გია გეწაძემ აღნიშნული განცხადება ჯაბა ებანოიძის მისამართით გააკეთა, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.
“მე, როგორც რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანელი, რომელიც ახლა აქტიურად მუშაობს, მიმაჩნია, რომ ვინც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ასაღებად მზად არ არის, ჩვენ გუნდს არ სჭირდება. სამწუხაროდ, როგორც ჯაბა ებანოიძის მაგალითმა გვიჩვენა, ყველა არ არის მზად პასუხისმგებლობის ასაღებად რეფორმების განსახორციელებლად. ჩვენ აქ თანამდებობებისთვის არ მოვსულვართ, არამედ იმისთვის, რომ მოძმე უკრაინელებს დავეხმაროთ ქვეყნის შეცვლაში და ამაზე ყველამ უნდა იმუშაოს”, – აღნიშნა გია გეწაძემ.
ჯაბა ებანოიძემ თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები