ავსტრიის პრეზიდენტმა მეუღლესთან ერთად ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოველი დაათვალიერა (ფოტოკოლაჟი)

ავსტრიის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის პრეზიდენტმა ჰაინც ფიშერმა და პირველმა ლედიმ მარგიტ ფიშერმა მცხეთაში ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაათვალიერეს.

ავსტრიის დელეგაციასთან ერთად მცხეთაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ავსტრიის პრეზიდენტმა საქართველოში ორდღიანი ვიზიტი ჟურნალისტებთან შეაჯამა და საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის. ავსტრიის პრეზიდენტმა მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად საქართველო უკვე დატოვა.

11114757_436857669815845_617858947765442730_n

11229430_436857653149180_1771925101045555286_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები