მუხიანში მოსასვენებელი პავილიონები დაიდგა
გლდანის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, მუხიანში, 5 მისამართზე (I მ/რ, მე-7 და მე-12, II მ/რ, მე-12, IV მ/რ, 25-ე და 23-ე კოპუსების მიმდებარედ) მოსასვენებელი პავილიონები დაიდგა. აღნიშნულ მისამართებზე, ფანჩატურების მოსაწყობად, რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 12 245 ლარი გამოიყო. შპს ,,კ.გ.ა“-ს მიერ შესრულებული სამუშაოები გლდანის გამგეობის ინფრასტრუქტურის თანამშრომლებმა შეამოწმეს.
მალე ფანჩატურები გლდანის რაიონის 16 მისამართზე დაიდგემება. გარდა ამისა, რამდენიმე ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობა დასასრულს უახლოვდება.