სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, უძრავი ქონებიდან მფლობელის გამოსახლების შესაძლებლობა შესაძლოა, გაუქმდეს
სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, უძრავი ქონებიდან მფლობელის გამოსახლების შესაძლებლობა შესაძლოა, გაუქმდეს. კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პარლამენტში იმსჯელეს. როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ პაატა კიკნაველიძემ განმარტა, კანონპროექტების მიზანია, უძრავი ქონებიდან სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მფლობელის გამოსახლების შესაძლებლობის გაუქმება.
ცვლილების შემდეგ, ფორმალურ მესაკუთრესა და ფაქტობრივ მფლობელს შორის წარმოშობილ სამართლებრივ დავას განიხილავს და გადაწყვეტს პოლიტიკურად ნეიტრალური – სასამართლო.
კომიტეტის წევრებმა საკითხის პარლამენტში ინიცირებას მხარი დაუჭირეს.