კუბო და ცოცხები – აქცია-პერფორმანსი ბათუმში

ბათუმში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან, აქცია – პერფორმანსი სახელწოდებით – “ნაციონალური მოძრაობის ქელეხი” გამართეს. აქციის მონაწილეებმა პარტიის ოფისთან სიმბოლურად კუბო და ცოცხები მიიტანეს.

აქციაზე მუსიკის თანხლებით აჭარული ცეკვაც შეასრულეს.

აქციის მონაწილეებმა “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მიტანილ კუბოზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, ასევე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ბარამიძის და აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის ლევან ვარშალომიძის ფოტოები დაალაგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები