პროფესიული მომზადებისა და საგანმანათლებლო პროგრამა 1 378-მა პირობით მსჯავრდებულმა გაიარა
პირობით მსჯავრდებულები, პროფესიული მომზადებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა ხელობის დაუფლებას აგრძელებენ.
პროგრამა ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა რეგიონულ ბიუროში მოქმედებს. პირობით მსჯავრდებულები საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაეუფლნენ: მეფილე–მომპირკეთებელის, ელექტრიკოსის, ავტოამანქანის სავალი ნაწილის, ტექნიკოსისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის პროფესიებს.
2013 წელს პროფესიული მომზადებისა და საგანმანათლებლო პროგრამა 548-მა, 2014 წელს კი 807-მა პრობაციონერმა გაიარა. წელს კი პროფესიული მომზადებისა და საგანმანათლებლო პროგრამა უკვე 23-მა პრობაციონერმა გაიარა.
2013 წლიდან დღემდე პროფესიული მომზადებისა და საგანმანათლებლო პროგრამა სულ 1378-მა პირობით მსჯავრდებულმა გაიარა.