ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა კომბინირებული პატრულირება განახორციელეს
ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში ქართველმა სამხედროებმა მორიგი კომბინირებული პატრულირება განახორციელეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედროებმა ქვეითი პატრულირება სოფელ საიაგანში ჩაატარეს. „ალფა“ ასეულის სამხედრო მოსამსახურეების მთავარი ამოცანა ადგილმდებარეობის შესწავლა, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმართულებით არაპირდაპირი ცეცხლის შეზღუდვა და ამბოხებულების თავისუფალი გადაადგილების აღკვეთა იყო. ქვეითი პატრულირების დროს, ქართველი ჯარისკაცები ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ და მათგან დასახლებულ პუნქტში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ქართველ სამხედროებთან ერთად ღონისძიებაში ამერიკელი საზღვაო ქვეითები და ავღანეთის უსაფრთხოების ძალები იყვნენ ჩართული. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის” მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. მათი მთავარი ამოცანა საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.