სირიაში საქართველოდან ორი ახალგაზრდა ქალი წავიდა

სირიაში საბრძოლველად საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე წავიდა, – აღნიშნულ ინფორმაციას სოფელ ყარაჯალის მცხოვრებლები ადასტურებენ. როგორც ისინი აცახდებენ, ორმა ქალბატონმა სახლში წერილი დატოვა, სადაც ნათქვამია, რომ ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს გადასვლას და ჯიჰადის გამოცხადებას აპირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სახელმწიფო საზღვარი ირადა ღარიბოვამ და ანა სულეიმანოვამ გასულ კვირას გადაკვეთეს და თავდაპირველად, თურქეთის ქალაქ ადანაში ჩავიდნენ, საიდანაც როგორც ოჯახში დატოვებული წერილიდან ირკვევა, სირიაში გადასვლას აპირებენ. ამ დროის ინფორმაციით, მათი ოჯახის წევრები უკვე თურქეთში იმყოფებიან და ქალბატონების დაბრუნებას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები