ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ინგა გრიგოლიას საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ საქმე “საპარლამენტო უმრავლესობა ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ” განიხილა და გადაწყვეტილება გამოიტანა.

საქმე განიხილა საბჭოს ექვსმა წევრმა. დამსწრე წევრებიდან მხოლოდ სამმა მიიჩნია, რომ ჟურნალისტის მიერ ქარტიის პირველი პრინციპი: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”, დაირღვა.

ქარტიის საქმის წარმოების წესის თანახმად, ქარტიის პრინციპი საბჭოს 5 წევრის თანხმობის შემთხვევაში ჩაითვლება დარღვევად. შესაბამისად, არ დადგინდა ინგა გრიგოლიას მიერ ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადება 2015 წლის 20 მარტის გადაცემა „რეაქციას” ეხებოდა. განმცხადებლის, ხათუნა ჩარკვიანის პოზიციით, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები