სასაზღვრო პოლიციის გუნდმა მინიფეხბურთის ტურნირში მიიღო მონაწილეობა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის გუნდმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ორგანიზებულ მინიფეხბურთის ტურნირში მიიღო მონაწილეობა. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მესაზღვრეები პირველად შესარჩევ თამაშში შსს-ს აკადემიის გუნდს შეხვდნენ და 6:1 დაამარცხეს. IBM- ის თასის გათამაშება შსს-ს აკადემიაში ჩატარდა, სადაც ასპარეზობდნენ საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროექტში (IBM) ჩართული ინსტიტუციები: სასაზღვრო პოლიცია, საპატრულო პოლიცია, შსს-ს აკადემია და შემოსავლების სამსახური. ტურნირის მიზანია, ხელი შეუწყოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტთა კოორდინაციას საზღვრის ინტეგრირებულ მართვასთან დაკავშირებით.