ირაკლი ღარიბაშვილი ძიუდოისტ ზვიად გოგოჭურს სამხრეთ კორეაში უსინათლოთა მსოფლიო თამაშებზე გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ძიუდოისტს ზვიად გოგოჭურს სამხრეთ კორეაში უსინათლოთა მსოფლიო თამაშებზე გამარჯვებას ულოცავს.

როგორც პრემიერმა თავის მილოცვაში აღნიშნა, ზვიად გოგოჭურის გამარჯვება იყო არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სულიერი სიმტკიცისა და გამძლეობის მაგალითი.

“მთელი გულით ვულოცავ ქართველ ძიუდოისტ ზვიად გოგოჭურს სამხრეთ კორეაში უსინათლოთა მსოფლიო თამაშებზე გამარჯვებას. ქართველმა ფალავანმა დაუმარცხებლად იბრძოლა ფინალამდე და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა. მან პირველად იასპარეზა მსოფლიო დონის საერთაშორისო ტურნირზე და დამსახურებული ოქროს მედალი მოიპოვა. ეს იყო არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი სიმტკიცისა და გამძლეობის, ვაჟკაცობის საუკეთესო მაგალითი. ამიტომაც განსაკუთრებით საამაყოა მისი წარმატება. კიდევ ერთხელ ვულოცავ ზვიად გოგოჭურს ოქროს დებიუტს და კვლავაც ბევრ გამარჯვებასა და წარმატებებს ვუსურვებ”, – ნათქვამია მილოცავში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები