გიგლა აგულაშვილმა ეკო-კლუბების წევრებს სატყეო სანერგე მეურნეობაში უმასპინძლა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ეკო-კლუბების წევრებს სატყეო სანერგე მეურნეობაში უმასპინძლა.

წაღვერისა და ბორჯომის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნერგებთან მუშაობის პროცესს, თესვასა და კონტეინერული ნერგების გამოყვანას ადგილზე გაეცნენ.

გარემოს დაცვის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკო-კლუბის წევრებისთვის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ეროვნული სატყეო სააგენტოს საქმიანობისა და ქვეყნის ტყის მასივების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ტყეების აღდგენის მიმართულებით, მოსწავლეებმა სამი თვის განმავლობაში თეორიული კურსი გაიარეს, პრაქტიკულ სამუშაოებს კი ბორჯომის ხეობაში ნახანძრალი ტყის მიმდებარედ გაივლიან. თხუთმეტი წარჩინებული მოსწავლე დღეს, „ნორჩი მეტყევის” სერტიფიკატით დაჯილდოვდა. სკოლებში ეკო-კლუბების ჩამოყალიბება გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით „მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა” პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები