რას აცხადებენ სირიაში გარდაცვლილი ცათიაშვილის თანასოფლელები

სირიაში გარდაცვლილი გურამ ცათიაშვილის თანასოფლელები მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებენ.

პანკისის ხეობის სოფელ წინუბნის მცხოვრებნი ამბობენ, რომ გურამ ცათიაშვილი საქართველოდან ორი თვის წინ წავიდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, პანკისელი ახალგაზრდა ოჯახს უკანასკნელად თურქეთიდან დაუკავშირდა. მათივე ინფორმაციით, ცათიაშვილმა ოჯახს შეატყობინა, რომ ცხვარში იმყოფებოდა, თუმცა სინამდვილეში სირიაში გაემგზავრა.

„ოჯახში უთქვამს, ცხვარში მივდივარო, სინამდვილეში სირიაში იყო. გუშინ გავიგეთ, რომ გარდაიცვალა. სოფელში ვიცოდით, რომ თურქეთში იყო. ოჯახის წევრებს უთხრა, რომ თურქეთში იყო. გუშინ ორი თვე გახდა, რაც წასულია“, – ამბობს ომარ ბაღაკაშვილი. სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ახმეტის რაიონის საკრებულოს წევრის თამაზ ბორჩაშვილის ინფორმაციით, გურამ ცათიაშვილის გარდაცვალების შესახებ ადგილობრივებმა დღეს შეიტყვეს. მისივე თქმით, ახალგაზრდა გუშინ გარდაიცვალა.

გურამ ცათიაშვილი მე-12 ადამიანია, რომელიც პანკისის ხეობიდან სირიაში გაემგზავრა და გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები