აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობა შეფერხებულია

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი 2015”-ის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილი სატესტო ველორბოლის გამო, დღეს, აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო გზაზე შეზღუდვები უკვე ამოქმედდა.
როგორც ველოსპორტის ფედერაციაში აცხადებენ, ამ დროისთვის აღმაშენებლის ხეივანში, 500 მეტრი გზის მონაკვეთი გადაკეტილია. 15:00 საათიდან 17:30 საათამდე კი, შეზღუდვა “თბილისი მოლამდე” იმოქმედებს. აღმაშენებლის ხეივანში, ტრანსპორტის მოძრაობა დაახლოებით, 17:30 საათზე აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები