თავდაცვის სამინისტროს კიბერუსფრთხოების ბიუროს დირექტორი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსფრთხოების ბიუროს დირექტორი ანდრია გოცირიძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
ანდრია გოცირიძემ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში – INFO 2015, ასევე, ესტონეთში ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის სასწავლო ცენტრის წვრთნაში – LOCKED SHIELDS ბიუროს მონაწილეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბიუროს ხელმძღვანელმა სტუმრებს 2014 წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიში გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა.
მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები დასახეს. დაიგეგმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ორგანიზება, ფორუმის შექმნა და ანალიტიკურ საქმიანობაში მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები