კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი არასამთავრობო სექტორს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ანდრია გოცირიძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანდრია გოცირიძემ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში – INFO 2015, ასევე, ესტონეთში ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის სასწავლო ცენტრის წვრთნაში – LOCKED SHIELDS ბიუროს მონაწილეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

ბიუროს ხელმძღვანელმა სტუმრებს 2014 წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიში გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა.

მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები დასახეს.

დაიგეგმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ორგანიზება, ფორუმის შექმნა და ანალიტიკურ საქმიანობაში მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები