ვინ იქნებიან თინა ხიდაშელის მოადგილეები – თავდაცვის უწყების ოფიციალური კომენტარი
ანა დოლიძე, დავით ებრალიძე და ბესიკ ლოლაძე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობებს დაიკავებენ, – ამის შესახებ „კვირას“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
თინათინ ხიდაშელი მოადგილეებს თავდაცვის უწყებაში დღეს, 15:00 საათზე წარადგენს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე წარდგენილი ანა დოლიძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარეა, დავით ებრალიძე ფინანსთა მინისტრის ნოდარ ყიფიანის მოადგილე იყო, ხოლო ბესიკ ლოლაძე იურისტია.