თავდაცვის მინისტრი ერთ-ერთ მოადგილედ ანა დოლიძეს ნიშნავს
თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ანა დოლიძე დაიკავებს.
“კვირას” ინფორმაციით, ანა დოლიძის გარდა, ხიდაშელის მოადგილეები გახდებიან: ნოდარ ხადურის ყოფილი მოადგილე-დავით ებრალიძე და იურისტი ბესიკ ლოლაძე.
ანა დოლიძე ამერიკიდან საქართველოში გუშინ დაბრუნდა. ის ჟურნალისტებთან ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.
თინა ხიდაშელი მის მოადგილეებს ოფიციალურად დღეს, 15:00 საათზე თავდაცვის სამინისტროში წარადგენს.