ქუთაისში დროშის გადაბარების ცერემონიალი გაიმართა

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეით ბრიგადას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიგადის საბრძოლო დროშის გადაბარების ცერემონიალი საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, ქუთაისში გაიმართა.
სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა III ქვეითი ბრიგადის დროშა ვიცე-პოლკოვნიკ როლანდ კიკნაველიძეს საზეიმო ვითარებაში გადასცა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ – მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ბრიგადის ახალ მეთაურს წარმატებები უსურვა და დროშის გადაბარების ცერემონიალი III ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ საზეიმო მარშით დაასრულა. ღონისძიებას იმერეთის რეგიონის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები