ხათუნა ხოფერია: მაისია და გასაგებია, რა უნდათ კატებს!
„ნაცებო“, თქვენ რა გინდათ? – საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია პარტია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ბოლო პერიოდში ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს ეხმაურება.
როგორც ხოფერია წერს, მას ვერ გაუგია სხვადასხვა ადგილას ორგანიზებული აქციებით რისი მიღწევა სურს “ნაცმოძრაობას”.
“ბევრი იფიქრეს ნაცლიდერებმა და მიხვდნენ, რომ მათ მიერ ორგანიზებულ აქციაზე სასურველი რაოდენობის ადამიანი ვერ გამოყავთ! ამიტომაც, შეცვალეს ტაქტიკა და სამაისოდ სხვადასხვა “ცხელი” წერტილი გააჩინეს! ივანიშვილის სახლი, ქუთაისის პარლამენტი, 17 მაისს ჩვენი დები, ლგბტ-ეები დაიძვრებიან, აქეთ „რუსთავი-2“ უბერავს “რევოლუციურ ქარიშხალს”!!! რა უნდათ? ხომ არ იცით ვინმემ???? ისე, მაისია…. მთელი ღამე კნავიან კატები. ზოგი ეზოში კნავის, ზოგი სახურავზე, ზოგი ქუჩაში, ზოგი აივანზე…. მაისია და გასაგებია, რა უნდათ კატებს! ნაცებო, თქვენ რა გინდათ?”, – წერს ხათუნა ხოფერია.