შსს-ს თანამშრომელმა ლევან ოშორიძემ ნატო-ს სასწავლო კურსში მიიღო მონაწილეობა
შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლევან ოშორიძემ „ამბოხების საწინააღმდეგო ოპერაციების“ შესახებ ნატო-ს სასწავლო კურსში მიიღო მონაწილეობა.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, სასწავლო კურსი ქალაქ სარაევოში, მშვიდობის მხარდაჭერის სასწავლო ცენტრში (PSOTC) ჩატარდა.
სასწავლო კურსი ნატო-ს გამოცდილმა ექსპერტებმა ჩაატარეს. პროგრამა, როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავდა.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამბოხების საწინააღმდეგო ოპერაციებში ნატო-ს დოქტრინებს და პრინციპებს გასცნობოდნენ.
სწავლების დროს გამოყენებული იყო სიმულაციური ტრენინგები და სტუდენტებს უწევდათ რთული პრაქტიკული ამოცანების გადაჭრა.
კურსს 12 ქვეყნის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ .