პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი დაახლოებით 200 ადამიანი მთავრობის გადადგომას ითხოვს.
ისინი პარლამენტს მოუწოდებენ, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა არ გამოუცხადოს.
ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. მათ პარლამენტის შესასვლელი ბარიკადებით აქვთ შემოსაზღვრული და აქციის მონაწილეებს შენობასთან მოახლოების უფლებას არ აძლევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები